კონფიდენციალურობა

1) ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ


ჩვენ მიერ მომხმარებლის მონაცემების შეგროვება ხდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის ვებ.გვერდზე რეგისტრაციის დროს ფორმის შევსების გზით. როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება sparonline.ge-ზე, ის გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • საკონტაქტო ნომერი;

 

ამასთანავე, ჩვენ ვამუშავებთ მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელების დროს ნებაყოფლობით მოწოდებული სხვა ინფორმაციას:

  • მისამართი;
  • შემკვეთის საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია მომხმარებლის სრულწლოვნების შესახებ (მაგ. ალკოჰოლური სასმელების ან/და სიგარეტის შეძენის შემთხვევაში);
  • შეკვეთის შესახებ სხვა დეტალები.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს თავისი პროფილის (ანგარიშის) რედაქტირება, ზემოთხსენებული პირადი მონაცემების კორექტირება და ანგარიშის პარამეტრების ცვლილება/განახლება.

 

ამასთანავე, მომხმარებლის მიერ sparonline.ge-ის ვიზიტის დროს ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ:

  • მოწყობილობა და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, მოწყობილობის IMEI;
  • მოწყობილობის IP მისამართი;
  • “ბრაუზერის” შესახებ ინფორმაცია;
  • საოპერაციო სისტემის ტიპი;

რომელიც ინახება მომხმარებლის ანგარიშის (ე.წ. „იუზერის“) მონაცემებით.

 

ჩვენი მხრიდან ასევე მოხდება ვებ.გვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება:

  • შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • მომხმარებლის მიერ მოძიებული პროდუქტები;
  • მომხმარებლის მიერ მონახულებული სექციები;
  • ge-ს ვიზიტის თარიღი და დრო;
  • მომხმარებლის მიერ ge-ზე გატარებული დრო;

ყოველივე ზემოაღნიშნული ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი ემსახურება შემდეგ მიზნებს - მომსახურების სტანდარტების, ხარისხის და ეფექტურობის გაუმჯობესებას; ამასთანავე, მომხმარებელთან ურთიერთობის გამარტივებას და მათი მოთხოვნებისადმი ჩვენი მომსახურების შესატყვისებას; აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ ვიყენებთ საერთო/ზოგად ინფორმაციას და არა პერსონალურად იდენტიფიცირებად მონაცემებს, როგორიცაა საბანკო ანგარიშის მონაცემები.

 

2) მომხმარებლის ჩართულობაზე/აქტივობაზე დაკვირვება და ანალიზი

        ჩვენი მომსახურების მომხმარებლისათვის პერსონალიზების მიზნით, ასევე რეკლამის მიზნობრივი გამოყენებისათვის და შესაბამისი შეთავაზებების წარმოდგენისთვის ჩვენ ვიყენებთ Cookie-ებს, Facebook Pixel-ებს და სხვა მაიდენტიფიცირებელ ტექნოლოგიებს.

       Cookie წარმოადგენს პატარა ტექნიკურ ფაილებს, რომელიც იგზავნება კომპიუტერზე ჩვენ სისტემაში შესვლისას. დროებითი და განგრძობითი Cookie-ები და სხვა მაიდენტიფიცერებლების გამოყენება ემსახურება მომხმარებლის ე.წ. „ბრაუზერიდან“ ან მოწყობილობიდან ჩვენი სისტემის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

       ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს შევთავაზოთ მის ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამა, ვებრძოლოთ თაღლითობას და გავაანალიზოთ ჩვენი მომსახურების ეფექტურობა და პროდუქტისადმი ინტერესი.

 

 3) პერსონალური მონაცემების შენახვა/გაზიარება

ვინაიდან მიტანის სერვისს ახორციელებს პარტნიორი კომანია, მაშასადამე, მესამე პირი, აღნიშნული მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად გაწევის მიზნით, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის და შესაბამისი პერსონალური მონაცემების მათთვის მიწოდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით;

 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

  • საჯარო წესრიგის, უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებების, საკუთრების უფლების დაცვის მიზნით;
  • სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების ან/და სხვა საჯარო სტრუქტურების მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ამასთანავე, კომპანიის გაყოფის, შერწყმის ან გაყიდვისას, შვილობილ კომპანიებზე, არსებულ ან/და მომავალ პარტნიორებზე, რომლებიც ფლობენ ან/და აკონტროლებენ კომპანიას.