ჩვენ შესახებ
1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას. ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 48 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,700 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
Spar საქართველოს ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ ლიდერ სტაბილურ სავაჭრო ქსელს წარმოადგენს. იგი პოზიციონირდება, როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და მომხმარებელთა საბაზისო, თუ ლოკალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.
Spar Georgia მთელი ქვეყნის მასშტაბით 320-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანიას 2000 -ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
SPAR Georgia მომხმარებელს სთავაზობს ევროპული პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს. სხვადასხვა ექსკლუზიური ბრენდებისა და SPAR ბრენდით წარმოებული პროდუქტებისა და ქვებრენდების ფართო ასორტიმენტს. და ყოველთვიურად სააქციო ფასებს 500-ზე მეტ პროდუქტზე.
კომპანიის მისიაა: ჩვენ ვუზრუნველყოფთ მრავალფეროვან არჩევანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სასურველ დროს და ადგილას.
კომპანიის ხედვა: ვიყოთ ყველაზე საიმედო კომპანია თანამშრომლებისათვის, სანდო მომხმარებლებისათვის, ანგარიშგასაწევი კონკურენტებისათვის.
SPAR - ერთად უკეთესია!