წესები და პირობები
ხელშეკრულების მომსახურების წესები სტანდარტული პირობები
- მიზანი
1.1. აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები (შემდგომში: "პირობები") არეგულირებს ფუდმარტსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას და ფუდმარტის ,,პლატფორმით“ სარგებლობის პირობებს.
1.2. ს.ს ,,ფუდმარტი“ არის საცალო ვაჭრობის სუპერმარკეტების ქსელი (შემდგომში ,,გამყიდველი“). მისი მთავარი საქმიანობაა მის მმართელობაში არსებული სხვადასხვა ქალაქში მდებარე სავაჭრო ობიექტის მეშვეობით მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,მომხმარებელი“ ან ,,მყიდველი“) სხვადასხვა სახის სასურსათო და არასასურსათო პროდუქციის შეთავაზება ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის (შემდგომში - ,,პლატფორმა“) მეშვეობით და შესაბამისი სავაჭრო ობიექტიდან მომხმარებლების მოთხოვნისამებრ აპლიკაციის მეშვეობით პროდუქტის მიმწოდებელი კომპანიის (შემდგომში ,,შუამავალი კომპანია“) საშუალებით ადგილზე მიტანა.
1.3. ,,ფუდმარტი“ ფლობს ,,პლატფორმას“, რომლის მეშვეობითაც ,,ფუდმარტი“ გთავაზობთ ერთ ან მეტ ვირტუალურ მაღაზიას (შემდგომში “გაყიდვის წერტილი”), სადაც ადგილზე მიტანის ან ადგილიდან წამოღების მომსახურეობით, საშუალება გაქვთ აირჩიოთ სასურველი პროდუქცია და მიიღოთ ის.
1.4. წინამდებარე ,,მომსახურების წესებსა და პირობებში“ პროდუქციის შემძენი პირები მოხსენიებულნი იქნებიან, როგორც ,,მომხმარებელი“ ან ,,მომხმარებლები“.
1.5. ,,პლატფორმაზე“ რეგისტრაციით ,,მომხმარებელი“ ეთანხმება წინამდებარე პირობებს და ადასტურებს, რომ ,,მომხმარებლის“ პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გამჟღავნება დასაშვებია კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად და აცხადებენ თანხმობას, რომ ,,ფუდმარტმა“ დაამუშაოს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
- გამოყენების პირობები
2.1. „პლატფორმაზე“ შესვლითა და პროფილის ნებაყოფლობით შექმნით, ყველა „მომხმარებელი“ აცნობიერებს და ნათლად და გარკვევით თანხმდება ამ პირობებს და ადასტურებს, რომ ,,მომხმარებლის“ პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გამჟღავნება განხორციელდება ფუდმარტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
2.2. პროდუქტების შეკვეთით, მომხმარებელი უფლებას აძლევს გამყიდველს შერჩეული გამყიდველებისგან მოგაწოდოთ შუამავალი კომპანიის საშუალებით სასურველი პროდუქცია, თქვენთვის სასურველ ადგილზე.
2.3. მყიდველის მიერ შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანა ხორციელდება სატრანსპორტო კომპანიის (შემდგომში „შუამავალი კომპანია“) საშუალებით, შესაბამისად, ს.ს ,,ფუდმარტი“ პასუხისმგებელია მხოლოდ გაყიდული პროდუქციის ხარისხსა და მის სასაქონლო მახასიათებლებზე.
2.4. ს.ს ,,ფუდმარტი“ არ კისრულობს პასუხისმგებლობას შუამავალი კომპანიის ქმედება/უმოქმედობაზე, რაც უკავშირდება უშუალოდ პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის განხორციელებას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს შუამავალი კომპანიის სრულ პასუხისმგებლობას პროდუქციის ხარისხიან, ჯეროვან და დროულ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის მიერ ვებ-პორტალიდან ან/და პლატფორმიდან პროდუქციის შეკვეთის დასრულების შემდგომ.
2.5. წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებზე, ელექტრონული დასტურისა და გადახდის განხორციელების შემდგომ, ითვლება, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილია საქონელი, ხოლო ს.ს. ,,ფუდმარტის“ მიერ მიწოდებულია/განხორციელებული შეკვეთა, ონლაინ შეკვეთის დადასტურებისთანავე.
- მომხმარებლის რეგისტრაცია და ანგარიში
3.1. „პლატფორმაზე“ წვდომისა და რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
- პირი უნდა იყო არანაკლებ 18 წლის, იმ შემთხვევაში თუ იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ პროდუქტს, რომელზეც ასაკობრივი შეზღუდვაა.
- პირმა სწორად უნდა შეავსოს სავალდებულო სარეგისტრაციო ველი პირადი მონაცემებით, როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და საბანკო ბარათის ნომერი.
- პირი უნდა დაეთანხმოს წინამდებარე „სტანდარტულ პირობებს“
3.2. „მომხმარებელი“ გარანტიას იძლევა რომ ,,ფუდმარტისთვის“ მიწოდებული ინფორმაცია მისი ვინაობასა და ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით ნამდვილი, სწორი და სრულია. ამასთან, „მომხმარებელი“ ვალდებულებას იღებს მუდმივად განაახლოს თავისი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ფუდმარტი“ იხსნის სრულად პასუხისმგებლობას განუახლებლობის მიზეზით გამოწვეულ შედეგზე.
3.3. თუკი „მომხმარებელი“ განათავსებს არასწორ, ცრუ ან არასრულ ინფორმაციას ან თუ „ფუდმარტი“ ჩათვლის რომ არსებობს ინფორმაციის ნამდვილობაში ან სისწორეში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი იგი უფლებამოსილია შეუზღუდოს „მომხმარებელს“ „პლატფორმაზე“, მის შინაარსზე ან/და მომსახურებაზე ამჟამინდელი ან სამომავლო წვდომა და აუკრძალოს მათი გამოყენება.
3.4. “პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას, „მომხმარებელმა“ უნდა შეარჩიოს მომხმარებლის სახელი და პაროლი. მომხმარებლის სახელიცა და პაროლიც, არის მკაცრად კონფიდენციალური, პირადი და არ ექვემდებარება მესამე პირებისთვის გადაცემას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.5. „მომხმარებელი“ ვალდებულებას იღებენ არ გაამჟღავნონ თავიანთი ანგარიშის შესახებ მონაცემები და არ მისცენ თავიანთ ანგარიშზე წვდომის უფლება მესამე პირებს. „მომხმარებელი“ ინდივიდუალურად აგებენ პასუხს მათ მიერ თავიანთი ანგარიშის შესახებ მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემით გამოწვეულ შედეგებზე, მათ შორის მათი - მომხმარებლის სახელით ან/და პაროლით განხორციელებულ მოქმედებებსა და „პლატფორმაზე“ გაკეთებულ განცხადებებზე.
3.6. „ფუდმარტს“ არ შეუძლია უზრუნველყოს რეგისტრირებულ „მომხმარებელთა“ ვინაობის ნამდვილობა, ამიტომ იგი არ იქნება პასუხისმგებელი არარეგისტრირებული მესამე პირების მიერ რეგისტრირებული „მომხმარებლების“ ანგარიშებისა და ვინაობის გამოყენებაზე. „მომხმარებლები“ ვალდებულნი არიან „საკონტაქტო ფორმის“ გამოყენებით დაუყოვნებლივ აცნობონ „ფუდმარტს“ მათი მომხმარებლის სახელის ან პაროლის მითვისების/გამჟღავნების ან დაკარგვის შესახებ.
3.7. „პლატფორმაზე“ სარეგისტრაციო პროცესის დასრულების მიზნით, „მომხმარებლები“ ვალდებულნი არიან მიუთითონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ბარათის შესახებ ინფორმაცია. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, „მომხმარებლებს“ შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ პროფილზე და საკუთარი სურვილის შესაბამისად დაასრულონ/შეცვალონ/გააუქმონ რეგისტრაცია.
3.8. ვინაიდან „ფუდმარტს“ არ შეუძლია რეგისტრირებული „მომხმარებლების“ ვინაობის ნამდვილობის უზრუნველყოფა, „მომხმარებლებს“ აკისრიათ ვალდებულება შეატყობინონ „ფუდმარტს“ ანგარიშზე მითითებული საკრედიტო ბარათის მესამე პირის მიერ მითვისების ან/და თაღლითური გზით გამოყენების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში „ფუდმარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი ბარათის მესამე პირების მიერ თაღლითური გზით გამოყენებაზე.
- 4. მომსახურების განხორციელება, საფასური და წესი
4.1. „პლატფორმაზე“ რეგისტრაცია და მისი გამოყენება უფასოა „მომხმარებლებისთვის“.
4.2. „მომხმარებელს“ შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს „პლატფორმის“ მეშვეობით „პლატფორმაში“ არსებული მენიუს გამოყენებით, აირჩიოს ,,ფუდმარტის“ მიერ წინასწარ შემოთავაზებული პროდუქტების ან/და მომსახურების ვარიანტები. „პლატფორმაზე“ აგრეთვე მოცემული იქნება ამ პროდუქტების ან მომსახურების მახასიათებლები, ფასი და დასაშვებია ფოტოსურათიც.
4.3. „მომხმარებელი“ ვალდებულია აანაზღაუროს „პლატფორმის“ მეშვეობით მოთხოვნილი თითოეული მომსახურების საფასური. ამასთან „მომხმარებელი“ პროდუქტის შესყიდვის/ მომსახურების გაწევისას ვალდებულია გადაიხადოს ამგვარი პროდუქტის ფასი. „პლატფორმაზე“ რეგისტრაციითა და საბანკო მონაცემების მითითებით, „მომხმარებლები“ ანიჭებენ ,,ფუდმარტს“ გაწეული მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითრების მოთხოვნის, მათ შორის შეკვეთილი პროდუქტების ფასის მოთხოვნის უფლებამოსილებას.
4.4. თითოეული მომსახურების სრული საფასური ცვლადია და დამოკიდებულია ,,მომხმარებლის“ მიერ შეძენილი პროდუქტის სახეობას, ჯერადობასა და მიწოდების შემთხვევაში გავლილ მანძილსა და მომსახურების გაწევისთვის დახარჯულ დროზე, „ფუდმარტი“ უფლებამოსილია მომსახურების გაწევის დროის მონაკვეთისა და გავლილი მანძილის შესაბამისად შეცვალოს მომსახურების გაწევის ფასი. წინამდებარე პირობების შესაბამისად, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ხელშეკრულების დადებისა და გადახდის განხორციელებამდე იცოდეს მომსახურების ფასი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „მომხმარებელს“ არ დაუზუსტებია მომსახურების ჩაბარების ადგილი. მიწოდების მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს „ფუდმარტის“ კონტროლს მიღმა არსებული ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს.
4.5. ვინაიდან „ფუდმარტი“ წარმოადგენს სასურსათო პროდუქციის მოვაჭრე სუბიექტს, ამდენად უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს „პლატფორმაზე“ განთავსებული ფასები. ამგვარი ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
4.6. „პლატფორმაზე“ მითითებული ფასები წარდგენილია ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.7. „მომხმარებელი“ მომსახურების საფასურს იხდის საკრედიტო ბარათის მეშვეობით. საკრედიტო ბარათით გადახდის მიზნით, „მომხმარებელი“ ვალდებულია „პლატფორმაზე“ თავის ანგარიშზე განათავსოს საკრედიტო ბარათის მონაცემები. „ფუდმარტი“ არ ინახავს ბარათის ნომრებს და შეუძლია მხოლოდ ბარათის ბოლო ოთხი ციფრის წაკითხვა. სრული ინფორმაცია შეინახება გადახდის მომსახურების მიმწოდებელთან. ბარათით გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, „მომხმარებელს“ არ დაეკისრებათ დამატებითი საზღაურის გადახდის ვალდებულება.
4.8. თუ „მომხმარებლისგან“ მომსახურების საფასურის მიღება შეუძლებელია ნებისმიერი მიზეზით, „მომხმარებელი“ დაიბლოკება და ვერ შეძლებს „პლატფორმის“ გამოყენებას ვალის გადახდამდე.
4.9. მომსახურების შესაბამისი საფასური „პლატფორმაზე“ გამოქვეყნდება ზემოთ მოცემული კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით და ავტომატურად გამოიყენება სახელშეკრულებო პროცესის ბოლო ეტაპზე.
4.10. მომსახურება მოიცავს პროდუქტის შეგროვებასა და შემდეგ მის მიწოდებას ან/და წაღებას შუამავალი კომპანიის საშუალებით „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ მისამართზე ,,ფუდმარტის“ მიერ დადგენილი ,,სტანდარტული პირობების“ შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შეგროვებისა და მიწოდების ადგილი მდებარეობს „ფუდმარტის“ სამოქმედო არეალში.
4.11. „მომხმარებლები“ პასუხს აგებენ მისამართების სწორად მითითებაზე, შესაბამისად ფუდმარტი გათავისუფლებულია არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან. „მომხმარებელი“ ვალდებულია აანაზღაუროს „პლატფორმაზე“ პროდუქტების შეგროვებისა და მიწოდების ადგილის არასწორი მისამართის განთავსებისთვის გაწეული ხარჯები.
4.12. „მომხარებელი“ ვალდებულია შეძლებისდაგვარად გასცეს დეტალური ინსტრუქცია დავალებასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ და როდესაც საჭიროა, იმ პროდუქტის შესახებაც, რომელსაც „ფუდმარტის“ წარმომადგენელი პირი მისი სახელით სავაჭრო ობიექტში ყიდულობს. ამისათვის, მან შესაძლოა გააკეთოს კომენტარი „კომენტარების“ სპეციალურ სექციაში და თუ საჭიროა, გაუზიაროს „ფუდმარტის“ წარმომადგენელს შეკვეთის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ფოტოები.
4.13. ,,ფუდმარტი“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან თუ ,,მომხმარებელი“ დაუდევრად ან შეცდომით გააკეთებს შეკვეთას/მითითებას. ,,მომხმარებელს“ ეკისრება „პლატფორმაზე“ პროდუქტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის (როგორიცაა არასწორი მისამართი ან პროდუქტი) შევსების შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფარვა.
4.14 თუკი „მომხმარებელი“ არ იმყოფება მიწოდების ადგილზე ან არ მიაკითხავს შეკვეთას მითითებულ მისამართზე, „ფუდმარტი“ ვალდებულია შეინახოს პროდუქტი შეკვეთის დღის დასრულებამდე (ღამის 24:00 საათამდე), ხოლო მალე ფუჭებადი პროდუქტის ადგილზე მიწოდების შემთხვევაში - ,,ფუდმარტი“ არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის მდგომარეობის გაუარესებაზე. „მომხმარებელს“ ეკისრება მომსახურების საფასურის 100%-ისა და ,,მომხმარებლის“ მოთხოვნის შესაბამისად ხელმეორედ შეკვეთილი და შეძენილი პროდუქტის საფასურის გადახდა. მისაწოდებელი პროდუქტების მიღების მიზნით „მომხმარებელი“ ვალდებულია გადაიხადოს ახალი მომსახურების საფასურიც.
4.15. დავალების შესრულების შემდეგ, თუკი მოთხოვნა მოიცავდა პროდუქტის შეძენას ფუდმარტის გაყიდვების წერტილიდან წაღების მიზნით, „ფუდმარტი“ ვალდებულია მიაწოდოს „მომხმარებელს“ შესაბამისი შეკვეთის კოდი ან/და ამ პროდუქტის შეძენის ქვითარი. შეკვეთის კოდი წარმოადგენს ,,მომხმარებლის“ ქვითარს გაყიდვის წერტილიდან შეკვეთის ასაღებად. ,,მომხმარებელი“ არ არის უფლებამოსილი გაყიდვის წერტილიდან შეკვეთის მიღება განახორციელოს შეკვეთის დადასტურებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში. შეკვეთის კოდის დაკარგვის შემთხვევაში ,,მომხმარებელი“ ,,პლატფორმაზე“ არსებული პირადი გვერდის მეშვეობით უფლებამოსილია მოიძიოს კონკრტული შეკვეთის კოდი; თუ დავალების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ შეძენილი პროდუქტის მიწოდება, „ფუდმარტმა“ პროდუქტი უნდა მიაწოდოს „მომხმარებელს“ ამ უკანასკნელის მიერ დადგენილ დროს, მაგრამ არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) წუთისა და მითითებულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ ,,ფუდმარტის“ მიერ შეკვეთის დადასტურებისა და მიწოდების წამოწყების შემდეგ ,,მომხმარებელი“ გააუქმებს შეკვეთას ან შეცვლის მიწოდების ადგილს, რამაც გამოიწვია ,,ფუდმარტისთვის“ დამატებითი ხარჯების გადახდის ვალდებულება, ,,ფუდმარტი“ უფლებამოსილია ,,მომხმარებელს“ მოსთხოვოს მისი მიზეზით გამოწვეული ხარჯების სრულად ანაზღაურება, რომელიც თითოეული ფაქტიდან გამომდინარე განისაზღვრება ინდივიდუალურად.
4.16. „მომხმარებლების“ მიერ პროდუქტის ან/და მომსახურების საფასურის გადახდა ხდება „ფუდმარტის“ ანგარიშზე ფულის ელექტრონული გადარიცხვით. „პლატფორმის“ მეშვეობით დადგენილი მომსახურების განხორციელების შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. „ფუდმარტის“ მიერ გამოყენებული გადახდის საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „საკონტაქტო ფორმაში“ კითხვის დასმის მეშვეობით.
4.17. ,,მომხმარებელი“ უფლებამოსილია შეკვეთილი პროდუქტის საბოლოო ფასის დადასტურების მიზნით დაეკონტაქტოს „ფუდმარტს“.
4.18. „მომხმარებელი“ თანხმდება და აცნობიერებს, რომ „ფუდმარტის“ ,,პლატფორმაზე“ განთავსებული ყველა პროდუქტი შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს და ,,ფუდმარტმა“ ვერ უზრუნველყოს ამა თუ იმ პროდუქტზე ან/და მომსახურებაზე შეკვეთის შესრულება.
4.19. შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია დაუკავშირდეს „ფუდმარტს“ „საკონტაქტო ფორმისა“ და „პლატფორმაზე“ მოცემულ ნომერზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
4.20. მომხმარებელი, რომელიც „პლატფორმის“ მეშვეობით უკვეთავს ალკოჰოლური სასმელების შეძენას/მიწოდებას, უნდა იყოს სრულწლოვანი, ე.ი. არანაკლებ 18 წლისა. შეკვეთისას „მომხმარებელი“ ადასტურებს რომ არის არანაკლებ18 წლისა. „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას უარი თქვას ალკოჰოლური სასმელის შეძენასა და მიწოდებაზე თუკი „მომხმარებელი“ ვერ დაადასტურებს თავის სრულწლოვანებას. აღნიშნული პირობა გამოიყენება ნებისმიერ სხვა პროდუქტთან/მომსახურებასთან მიმართებითაც, რომელთა „მომხმარებლის“ მიერ „პლატფორმის“ მეშვეობით შეძენა მოითხოვს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებლის სრულწლოვანების დადასტურებას.
4.21. ,,მომხმარებლის“ მიერ განსაკუთრებული ნიშნით, კერძოდ წონით არსებული პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში (შემდგომში ,,წონის პროდუქცია“), ,,მომხმარებელს“ დროებით შეუჩერდება/დაებლოკება შეკვეთილი წონის პროდუქციის ღირებულება და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ მას შემდეგ რაც მოხდება პროდუქციის მიღება, ხოლო შეკვეთილი პროდუქციის კორექტირება დასაშვებია მიღების მომენტში ,,ფუდმარტის“ სავაჭრო ობიექტის მენეჯერის მიერ კორექტირების მეშვეობით, მხოლოდ წონის შემცირების მიზნით, რის შემდგომაც ,,მომხმარებლის“ ,,პლატფორმაზე“ ნახლდება ინფორმაცია, მხარეთა შორის დასტუდება პროდუქციის რეალიზაცია და ხდება ,,მომხმარებლის“ გაჩერებული/დაბლოკილი თანხის ჩამოჭრა.
- 5. შეკვეთის გაუქმების უფლება
5.1. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია „ფუდმარტის“ მიერ მხოლოდ შეკვეთის მიღების დადასტურებამდე განახორციელოს შეკვეთის გაუქმება ,,ფუდმარტის“ ცხელ ხაზზე დარეკვით: 032 2 30 30 30.
5.2. „ფუდმარტის“ მომსახურების სახიდან შესაბამისად, „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ როდესაც „ფუდმარტი“ მიიღებს შეკვეთას, შეკვეთის შესრულება დაწყებულად ჩაითვლება და „მომხმარებელს“ აღარ ექნება უფლება საფასურის გადახდის გარეშე გააუქმოს მომსახურება.
5.3. თუკი „მომხმარებელი“ გააუქმებს მიღებულ შეკვეთას, „პლატფორმა“ ავტომატურად წარმოშობს „მომხმარებლის“ მიერ მიტანის (მსგავსი სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში) მომსახურების ფასის 100%-ის გადახდის ვალდებულებას.
5.4. ამასთან, თუკი შეკვეთილი პროდუქტი უკვე ნაყიდია, „მომხმარებელს“ შეუძლია სთხოვოს ,,ფუდმარტს“ პროდუქტის დაბრუნება ან/და მომსახურების ხელშეკრულების გაუქმება. „ფუდმარტის“ მიერ პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, „მომხმარებელს“ აუნაზღაურდება პროდუქტის ღირებულება. „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ უკან დაბრუნება შესაძლოა ვერ განხორციელდეს და „ფუდმარტი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან როგორც პროდუქტის ღირებულების ისე მიწოდების ხარჯების გადახდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5.5. თუკი „მომხმარებელს“ მითითებული აქვს დანიშნულების ადგილის არასწორი მისამართი, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიუთითოს ახალი მისამართი ,,ფუდმარტის“ სამოქმედო არეალში. ასეთ დროს, „მომხმარებელი“ შეუკვეთავს ახალ მომსახურებას და თანახმაა გადაიხადოს შესაბამისი საფასური მიწოდებისთვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. თუკი ახალი მისამართი არის სხვა სამოქმედო არეალში ან/და სხვა ქალაქში, შესაძლოა შეკვეთა გაუქმდეს, ხოლო „მომხმარებელი“ ვალდებული იქნება დაფაროს შესაბამისი ხარჯები.
5.6. „ფუდმარტი“ უფლებამოსილებას იტოვებს მხოლოდ საპატიო მიზეზის წარმოდგენის შემთხვევაში გააუქმოს შეკვეთა. შეკვეთის ,,ფუდმარტი“ მიერ გაუქმების შემთხვევაში „მომხმარებელს“ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, შეკვეთის გაუქმება დამოკიდებულია ,,ფუდმარტის“ პოლიტიკაზე.
- პროდუქტის დაბრუნება
6.1. თუ „მომხმარებელს“ სურს პროდუქტის უკან დაბრუნება ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა, იგი უფლებამოსილია შეკვეთის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განაცხადოს გაყიდვის წერტილში ფუდმარატის წარმომადგენლთან ამ უკანასკნელის შესახებ და წარუდგინოს შეძენილი/მიწოდებული პროდუქციის ქვითარი.
6.3. „მომხმარებელმა“ პროდუქციის მიღების შესახებ აქტის ხელმოწერამდე უნდა შეამოწმოს „ფუდმარტის“ მიერ მიწოდებული პროდუქტების შესაბამისობა. ზემოთხსენებული ხელმოწერით, „მომხმარებელი“ ადასტურებს და ამტკიცებს შეკვეთას მისი სახელით განხორცილებულ შესყიდვას. ამასთან, მესამე მხარე უფლებამოსილია „მომხმარებლის“ სახელით დაამტკიცოს შეკვეთა, თუკი „მომხმარებელი“ არ იმყოფება მიტანის ან ჩაბარების ადგილას და თანახმაა შეკვეთა მესამე პირმა ჩაიბაროს. „მომხმარებლის“ (ან/და ზემოთხსენებული მესამე პირი) პასუხისმგებელია მიწოდებული მომსახურების შესაბამისობის შემოწმებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამობის დამამტკიცებელი მტკიცებულებების წარდგენაზე.
6.4. ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება ყოველ ჯერზე დამოკიდებულია ,,ფუდმარტის“ პოლიტიკაზე. „მომხმარებელი“ ვალდებულია „საკონტაქტო ფორმის“ მეშვეობით შეატყობინოს „ფუდმარტსს“ დავის წარმოშობის შესახებ.
- „მომხმარებელთა“ ვალდებულებები
7.1. „მომხმარებლებს“ აკისრიათ სრული პასუხისმგებლობა თავიანთი პროფილის და „პლატფორმის“ შესაფერის გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, და კისრულობენ ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულონ „სტანდარტული პირობები“.
7.2. „მომხმარებლებმა“ თავი უნდა შეიკავონ თავიანთი პროფილისა და „პლატფორმის“ სხვა შინაარსის უკანონო გამოყენებისგან ან უკანონო მოქმედებებისგან, რაც მესამე პირების უფლებებისა და ინტერესებისთვის საზიანოა, ან რამაც შესაძლოა რაიმე გზით დააზიანოს, ქმედუნარიანობა დაუკარგოს, ან ზეგავლენა იქონიოს „პლატფორმაზე“, მის შინაარსსა და მომსახურებაზე. დამატებით, „მომხმარებლებს“ ეკრძალებათ სხვა „მომხმარებლების“ მიერ „პლატფორმის“ გამოყენებისთვის ხელის შეშლა.
7.3. ნებისმიერი პირი, ვინც დაარღვევს ზემოთხსენებულ ვალდებულებებს პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გამოწვეულ ზიანზე. „ფუდმარტი“ არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმგვარ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა მესამე პირების მიერ „პლატფორმის“ უკანონო გამოყენებით ან მესამე პირების მიერ „პლატფორმაზე“ წვდომით.
7.4. ზოგადად, „მომხმარებლები“ პასუხისმგებლობას იღებენ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე:
- თავი შეიკავონ „პლატფორმის“ სრულად ან ნაწილობრივ შეცვლისაგან, გადაყიდვის, ქმედუნარიანობის დაკარგვის ან ნებისმიერი სხვა გზით ჩარევისგან „პლატფორმის“ ფუნქციებსა და მომსახურებაში;
- თავი შეიკავონ ინდუსტრიული და ინტელექტუალური საკუთრების უფლებაში ჩარევისგან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ წესების დარღვევისგან;
- თავი შეიკავონ „პლატფორმის“ მეშვეობით შეურაცყოფის მიყენების, სხვა „მომხმარებლების“ სახელის გატეხვის, შეშინების, შეწუხებისა და მათ იმიჯზე თავდასხმისაგან;
- თავი შეიკავონ საქონლისა და მომსახურების „ფუდმარტის “ წინასწარი თანხმობის გარეშე რეკლამისაგან.
- არასწორ, ცრუ, ბათილ, არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე სრულწლოვანებასთან დაკავშირებით.
- 8.„ფუდმარტის“ პასუხისმგებლობა
8.1. „მომხმარებლებს“ შეუძლიათ განაცხადონ ნებისმიერი ინციდენტი ან პრობლემა რომელიც „ფუდმარტის“ „პლატფორმაზე“ წვდომის შედეგად წარმოიშობა წერილობითი განცხადების მეშვეობით. „ფუდმარტი“ გაანალიზებს შემთხვევას და დაეხმარება „მომხმარებელს“ ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრაში.
8.2. „ფუდმარტი“ არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ მიერ „პლატფორმის“ მეშვეობით განთავსებულ ინფორმაციაზე და „მომხმარებლები“ თავად არიან პასუხისმგებლები ამგვარი ინფორმაციის კანონიერებაზე.
8.3. „ფუდმარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი მომსახურების გაწევისას არსებულ შეფერხებებზე, კავშირის დამყარების შეცდომებზე, ინტერნეტზე წვდომის მომსახურების არ ქონაზე, ინტერნეტის შეფერხებაზე ან მის კონტროლს მიღმა არსებულ სხვა საკითხებზე.
8.4. „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას უარი თქვას ნებისმიერი პროდუქტის თავის „პლატფორმაზე“ განთავსებაზე, აგრეთვე ნებისმიერ დროს შეცვალოს საინფორმაციო ფურცლის შინაარსი, შემდგომში რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
- 9. პასუხისმგებლობა ინფორმაციის უტყუარობაზე
9.1. „ფუდმარტი“ არ აკონტროლებს (და არ აქვს კონტროლის ვალდებულება) „მომხმარებლების“ მიერ „პლატფორმის“ გამოყენებას. შესაბამისად, არ იძლევა გარანტიას, რომ „მომხმარებლები“ „პლატფორმას“ გამოიყენებენ წინამდებარე „სტანდარტული პირობების“ შესაბამისად ან წინდახედულად და გულმოდგინედ. „ფუდმარტი“ არ ამოწმებს (და არ აქვს შემოწმების ვალდებულება) „მომხმარებელთა“ ვინაობას ან მათ მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორეს, ნამდვილობას, სისრულეს ან/და ავთენტურობას.
9.2. „ფუდმარტი“ არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებელთა“ მიერ „პლატფორმის“ უკანონოდ გამოყენებასა ან თავიანთი თავის შესახებ სხვა „მომხმარებლებისთვის“ არასწორი, ცრუ, ბათილი, არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე სრულწლოვანებასთან დაკავშირებით. მათ შორის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია „მომხმარებლის“ მიერ „პლატფორმაზე“ მესამე პირის განსახიერებით და ამ გზით სხვებთან კომუნიკაციის დამყარებით ან ,,პლატფორმის“ სარგებლობის მიზით, აგრეთვე „ფუდმარტი“ არ აგებს პასუხს „მომხმარებლის“ ანგარიშის მესამე პირის მიერ გამოყენებაზე.
9.3. ზემოთხსენებულის მიუხედავად, „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდოს კონკრეტული „მომხმარებლების“ წვდომა „პლატფორმაზე“, ისევე როგორც, უფლებას შესაფერისი ტექნოლოგიური საშუალებებით გააუქმოს, გადადოს, დაბლოკოს ან წაშალოს გარკვეული ტიპის შინაარსი, თუკი იგი აღმოაჩენს რომ მოქმედება ან შენახული ინფორმაცია უკანონოა ან საზიანოა მესამე პირების უფლებებისა და ქონებისთვის.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა
10.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ,,ფუდმარტი“ ინფორმაციას აწვდის მის მომხმარებლებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ შესახებ. ეს უკანასკნელი გამოიყენება ,,ფუდმარტის“ ვებ-გვერდზე ან მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაზე წვდომისას მომხმარებლების მიერ „ფუდმარტისთვის“ ნებაყოფლობით მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს.
10.2. მომხმარებლები ვალდებულნი არიან, ,,ფუდმარტს“ პლატფორმაზე დასარეგისტრირებელად მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: მომხმარებლის სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და საკრედიტო ბარათის მონაცემები.
10.3. რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, ,,მომხმარებლებს“ ექნებათ წვდომა მათ პირად გვერდზე და შეძლებენ, თავიანთი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში ცვლილებები/დამატებები.
10.4. “ფუდმარტი“ უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას ყველა შესაბამის დროს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
10.5. ,,ფუდმარტი“ ამუშავებს მომხმარებლების მონაცემებს, რათა მათ შეძლონ ,,ფუდმარტის“ პლატფორმაზე წვდომა და მომსახურების მიღება პლატფორმის ,,პირობების“ შესაბამისად.
- 11.„პლატფორმის“ განახლება და შეცვლა
11.1 „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას წინამდებარე „სტანდარტული პირობების“ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვლისა. „პლატფორმაზე“ წვდომის მიღებამდე „მომხმარებლები“ ყურადღებით უნდა გაეცნონ წინამდებარე „სტანდარტულ პირობებს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „სტანდარტულ პირობებზე“ დათანხმება აუცილებელი ნაბიჯია „ფუდმარტის“ პლატფორმის“ საშუალებით მომსახურებისა და ინფორმაციის მიღებისთვის. „ფუდმარტი“ აგრეთვე იტოვებს უფლებას განაახლოს, შეცვალოს ან წაშალოს თავის „პლატფორმაზე“ არსებული ინფორმაცია დაგეგმარების, წარმოდგენისა და წვდომის პირობების შესახებ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის დადგომის გარეშე. „ფუდმარტი“ არ იძლევა გარანტიას, რომ „პლატფორმაზე“ შეღწევისას არ წარმოიშობა შეფერხებები და რომ „პლატფორმა“ მუდმივად განახლებულ მდგომარეობაში იქნება. ამის მიუხედავად, „ფუდმარტი“ ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი ამგვარი შეცდომების გამოსწორების, კომუნიკაციის აღდგენის და ინფორმაციის განახლების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შესასრულებლად მეტისმეტად რთული ან/და გაუმართლებელია ბიზნეს ინტერესიდან გამომდინარე ან შეუძლებელია.
- 12. ინტელექტუალური საკუთრება
12.1 „ფუდმარტი“ ფლობს ყველა იმ ინტელექტუალური და ინდუსტრიული საკუთრების/სარგებლობის უფლებას, რომელიც მოცემულია „პლატფორმაზე“ ან მისი შინაარსის გაგება შესაძლებელი „პლატფორმის“ მეშვეობით. „პლატფორმის“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ისევე როგორც ტექსტი, სურათები, გრაფიკული დიზაინი, დათვალიერების სტრუქტურა, ინფორმაცია და შინაარსი წარმოადგენს „ფუდმარტის“ საკუთრებას/სარგებლობას.
12.2. „მომხმარებლისთვის“ „პლატფორმაზე“ წვდომის შესაძლებლობის მიცემა არ გულისხმობს „ფუდმარტის“ მიერ ინტელექტუალური ან ინდუსტრიული საკუთრების/სარგებლობის უფლებაზე უარის თქმას, ამ უფლებების სრულად ან ნაწილობრივ გადაცემას ან ლიცენზიის გაცემას. „ფუდმარტის“ „პლატფორმის“ შინაარსის წაშლა, სხვაზე მიყიდვა, ან ნებისმიერი გზით გაყალბება აკრძალულია. ამასთანავე აკრძალულია ,,ფუდმარტის“ „პლატფორმაზე“ არსებული ინფორმაციის საჯარო ან კომერციული მიზნებით შეცვლა, ასლის გაკეთება, ხელმეორედ გამოყენება, ექსპლუატაცია, რეპროდუქცია, გამოქვეყნება და მეორადი გამოცემა ფაილების ატვირთვით, პოსტით გაგზავნით, გადაცემით, გამოყენებით, გადამუშავებით ან ნებისმიერი სხვა დისტრიბუციის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ფუდმარტი“ რომელიმე ზემოთხსენებული მოქმედების განხორციელებაზე ნათლად გასცემს წერილობით თანხმობას.
12.3. „პლატფორმის“ საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, „მომხმარებლები“ ყოველგვარი საზღაურის გარეშე ანიჭებენ „ფუდმარტს“ ინტელექტუალური ან ინდუსტრიულ საკუთრების საექსპლუატაციო უფლებებს, კანონის ფარგლებში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
12.4. ,,ფუდმარტი“ პატივს სცემს და იცავს მესამე პირების საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებულ, “სასაქონლო ნიშნების” შესახებ და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით შესაბამისად დადგენილ წესებს.
12.5. ,,ფუდმარტი“ აცხადებს, რომ რეაგირებას მოახდენს ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ნებისმიერი სახის დარღვევის ყველა შესაძლო შეტყობინებაზე და უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ნებისმიერი ურთოერთობა ,,მომხმარებლთან“, მათ შორის განახორციელოს სისტემაში დამრღვევი მხარის პირადი ანგარიშის გაუქმება.
- 13. სხვა პირობები
13.1. თუკი წინამდებარე „სტანდარტული პირობების“ რომელიმე ნორმა გაბათილდება ან კანონის შესაბამისად ძალას დაკარგავს, იგი აღარ ჩაითვლება ხელშეკრულების ნაწილად. ამგვარი გაბათილება არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნორმების ბათილობას, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ნამდვილი და მოქმედი.
13.2 „ფუდმარტსა“ და „მომხმარებელს“ შორის არსებულ ურთიერთობას არეგულირებს „სტანდარტული პირობები“, რომელთა განმარტების, ნამდვილობისა და აღსრულების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.
13.3. „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას წაშალოს ნებისმიერი უკანონო ან შეურაცხმყოფელი შეტყობინება წინასწარი გაფრთხილების ან შემდგომი შეტყობინების გარეშე.
13.4. „ფუდმარტი“ იტოვებს უფლებას ,,მომხმარებელთან“ ურთიერთობისას წარმოშობილი ნებისმიერი გარემოება რაც არ არის წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული დაარეგულიროს ინდივიდუალურად თითოეულ ,,მომხმარებელთან“ უშუალო კომუნიკაციის გზით.
13.4. „პლატფორმაში“ გაწევრიანებით, „მომხმარებლები“ ადასტურებენ, რომ სხვა „მომხმარებლების“ ან მესამე პირების მოქმედებებით ან უმოქმედობით წარმოშობილ პასუხისმგებლობაზე არსებული ნებისმიერი სარჩელი მიმართული იქნება მხოლოდ ამ „მომხმარებლებისა“ და მესამე პირების და არა „ფუდმარტის“ წინააღმდეგ.
13.5. არსებულ პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, განახლებული პირობები და წესები გამოქვეყნდება ,,ფუდმარტის“ ელ. ვებ-გვერზე.
13.6. თუ სტანდარტულ პირობებში არსებული ნებისმიერი დებულება აღმოჩნდება არარელევანტური სასამართლოსთვის, ეს დებულებები გავრცელდება მხოლოდ მინიმალური სტანდარტით, ხოლო სარწმუნო და კანონიერი ძალის მქონე დებულებები ძალაში დარჩება სრული მოცულობითა და მნიშნელობით.
13.7. განსაკუთრებული ინტერესისა და მნიშვნელობის მქონე ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება მომხმარებელს ეცნობება შეტყობინების გზით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან/და პირად გვერდზე.
13.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს, იგი დაკარგავს უფლებას პლატფორმით სარგებლობის.